Thursday, 17 March 2011
ტიბეტი
ტიბეტი (ტიბ. བོད་ Bod) — ისტორიული სახელმწიფო ტიბეტის პლატოზე, ახლა ჩინეთის შემადგენლობაში ავტონომიური რეგიონი. ტიბეტის საშუალო სიმაღლეა 4,900 მეტრი ზღვის დონიდან და იგი დედამიწაზე უმაღლესი რეგიონია. მისი ეპითეტია ”სამყაროს სახურავი”.
სახელი:
ტიბეტურ ენაში ენდინომი (ტიბეტის დასახელება ტიბეტურად) - "བོད" (ბოდ) ნიშნავს ტიბეტს ან ტიბეტის პლატოს, ასევე ის აღნიშნავს უ-ცანგის რეგიონის ცენტრს. ზოგიერთი მეცნიერის აზრით ჩანაწერი "ტიბეტი" პირველად ანტიკური ხალხის "ბაუტაიმის" ნაწარმოებში ერითრეის ზღვის პერილში (დაახლოებით I საუკუნე) და პტოლემეს გეოგრაფიაში (დაახლოებით II საუკუნე) გვხვდება.
ისტორია:
ტიბეტის სახელმწიფო წარმოიშვა მე-7 ს-ში. მე-13-14 სს-ში მონღოლთა ბატონობის ქვეშ იყვნენ. მე-17 ს-ში ბუდისტური (ლამაისტური) სექტის მეთაური გელუგპა დალაი-ლამა ქვეყნის სასულიერო და საერო ხელმძღვანელი გახდა. მე-18 ს-ის დასაწყისიდან ტიბეტი ჩინეთისა და მონღოლეთის ყურადღების ობიექტი გახდა. ამ პაექრობაში იმარჯვეს ჩინელებმა და ლჰასაში მცირე გარნიზონი ჩააყენეს, ამასთან დალაი-ლამას შეუნარჩუნეს სუვერენობა შიგა საქმეებში. 1904 ტიბეტში შეყვანილ იქნა ინგლისელთა ჯარები რუსეთის ზეგავლენისაგან დაცვის საბაბით. 1910 წელს ჩინეთი ემზადებოდა ტიბეტში შესაჭრელად, მაგრამ რევოლუციამ ჩაშალა მათი გეგმები. ჩინეთში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ, 1950 წელს ტიბეტი ოკუპირებულ იქნა. წინააღმდეგობის მოძრაობას სათავეში ჩაუდგა დალაი-ლამა XIV, დაიწყო პარტიზანული ბრძოლა, რომელიც 1959 წელს ჩაახშვეს. დალაი-ლამამ ინდოეთს შეაფარა თავი. 1965 წელს შეიქმნა ავტონომიური რაიონი. გაერომ არაერთი რეზოლუცია მიიღო ტიბეტში ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment