Thursday, 17 March 2011

საჰარა


მსოფლიოში უდიდესი ქვიშიანი უდაბნო, ფართობით 9 მლნ. კვ. კმ.

საჰარა მდებარეობს ჩრდილოეთ აფრიკაში. მისი ასაკია დაახლოებით 2,5 მილიონი წელი. სახელი „საჰარა“ მომდინარეობს არაბულიდან (صحراء‎) და ნიშნავს უდაბნოს. მას უკავია ფრიკის ტერიტორიის დაახლოებით 1/4, ანუ თითქმის ავსტრალიის ტოლი ფართობი. საჰარის ფარგლებში მთლიანად ან ნაწილობრივ მოქცეულია 11 სახელმწიფო: მაროკო, ალჟირი, ტუნისი, ლიბია, ეგვიპტე, დასავლეთი საჰარა, მავრიტანია, მალი, ნიგერი, ჩადი, სუდანი. საჰარის უდიდესი ნაწილი უწყლო და უსიცოცხლოა, რადგან მისთვის დამახასიათებელია მეტად მკაცრი და გაუსაძლისი ბუნებრივი პირობები: ზაფხულში გამორჩეულად დიდი სიცხე (ჩრდილში ტემპერატურა +40-50 გრადუსს აღწევს); დიდი სიმშრალე (წლიური ნალექი თითქმის ყველგან 100 მმ-ზე ნაკლებია, ხოლო ზოგან წვიმა წლობის განმავლობაში არ მოდის); ძლიერი ხანგრძლივი ქარები; ტემპერატურის დიდი დღე-ღამური რყევები (ამპლიტუდები), როდესაც დღისით პაპანაქებაა, ხოლო ღამით ყინავს. საჰარის ფართობი იზრდება გაუდაბნოების უწყვეტი პროცესის გამო. საჰარის რელიეფის დამახასიათებელი ფორმებია ბარხანი (თურქ.) და დიუნი.

No comments:

Post a Comment