Thursday, 17 March 2011

ბაიკალი


ბაიკალი (რუს. Байкал) — ტექტონური ტბა სამხრეთ-აღმოსავლეთ ციმბირში, მსოფლიოში ყველაზე ღრმა ტბა, მტკნარი წყლის უდიდესი რეზერვუარი. წელიწადის ნახევარზე მეტი ხნით (15 იანვარი — 1 მაისი), ტბა იყინება . 1956 წლიდან ტბა გახდა ირკუტსკის წყალსაცავის ნაწილი.

კასპიის ზღვა


კასპიის ზღვა (ზოგგან მოიხსენიება როგორც დარუბანდის ზღვა, ზოგგან — გურგენის ზღვა) — ხმელეთშუა მოქცეული ენდორეული ზღვაა ევრაზიაში, აზიისა და ევროპის გასაყართან; მსოფლიოს უდიდესი ხმელეთს შორის მოქცეული წყლის აუზი; მისი ფართობია 371.000 კმ², მაქსიმალური სიღრმე 1025 მ. შესაბამისად მას ზღვისა და ტბისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს. მას ხშირად ასევე მსოფლიოს უდიდეს ტბადაც მოიხსენიებენ, თუმცა იგი მტკნარი არ არის. მისი მარილიანობა დაახ. 1,2 % შეადგენს, რაც ზღვის წყლის მარილიანობის მესამედია.

კასპიის ზღვას სახელი ეწოდა მის სამხრეთ-დასავლეთით მცხოვრები ტომის - კასპების გამო. კასპიის ზღვაში მდებარეობს "ყარა-ბოღაზ-გოლის" (შავი ხახის ყურე) ყურე რომელიც თურქმენეთის ტერიტორიაშია შეჭრილი.

საჰარა


მსოფლიოში უდიდესი ქვიშიანი უდაბნო, ფართობით 9 მლნ. კვ. კმ.

საჰარა მდებარეობს ჩრდილოეთ აფრიკაში. მისი ასაკია დაახლოებით 2,5 მილიონი წელი. სახელი „საჰარა“ მომდინარეობს არაბულიდან (صحراء‎) და ნიშნავს უდაბნოს. მას უკავია ფრიკის ტერიტორიის დაახლოებით 1/4, ანუ თითქმის ავსტრალიის ტოლი ფართობი. საჰარის ფარგლებში მთლიანად ან ნაწილობრივ მოქცეულია 11 სახელმწიფო: მაროკო, ალჟირი, ტუნისი, ლიბია, ეგვიპტე, დასავლეთი საჰარა, მავრიტანია, მალი, ნიგერი, ჩადი, სუდანი. საჰარის უდიდესი ნაწილი უწყლო და უსიცოცხლოა, რადგან მისთვის დამახასიათებელია მეტად მკაცრი და გაუსაძლისი ბუნებრივი პირობები: ზაფხულში გამორჩეულად დიდი სიცხე (ჩრდილში ტემპერატურა +40-50 გრადუსს აღწევს); დიდი სიმშრალე (წლიური ნალექი თითქმის ყველგან 100 მმ-ზე ნაკლებია, ხოლო ზოგან წვიმა წლობის განმავლობაში არ მოდის); ძლიერი ხანგრძლივი ქარები; ტემპერატურის დიდი დღე-ღამური რყევები (ამპლიტუდები), როდესაც დღისით პაპანაქებაა, ხოლო ღამით ყინავს. საჰარის ფართობი იზრდება გაუდაბნოების უწყვეტი პროცესის გამო. საჰარის რელიეფის დამახასიათებელი ფორმებია ბარხანი (თურქ.) და დიუნი.

ამაზონი


ამაზონი - მდინარე სამხრეთ ამერიკაში. მდინარე უდიდესია მსოფლიოში აუზითა და წყალუხვობით. წარმოქმნილია მდინარე მარანიონისა და უკაიალის შეერთებით. მდინარის სიგრძე მარანიონის სათავიდან 6400 კილომეტრია, უკაიალის სათავიდან - 7025 კმ. აუზის ფართობი - 7180 ათასი კმ2. უდიდესი შენაკადებია რიუ-ნეგრუ, მადეირა, ტოკანტინსი. მის დელტაში მდებარეობს კუნძული მარაჟო, რომელზედაც თავისუფლად დაეტეოდა ისეთი ქვეყანა როგორიცაა ბელგია.


ამაზონის აუზის დიდი ნაწილი მდებარეობს ბრაზილიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილი - ბოლივიაში, პერუში, ვენესუელაში, ეკვადორსა და კოლუმბიაში. ამაზონი ეკვატორთან ახლოს ჩაედინება ატლანტიის ოკეანეში.

სახელწოდებას უკავშირებენ მდინარის შესართავში მოქცევით გამოწვეული ტალღების სახელს - პოროროკას, რომელსაც ტუპი-გუარანის ინდიელთა დიალექტზე „ამაზუნუ“ ეწოდება. ინდიელები ამაზონს უწოდებენ პარანა-ტინგას (თეთრი მდინარე) პარანა-გუასუს (დიდი მდინარე).

მდინარე სათავეს პერუს მაღალმთიან რეგიონში იღებს და ბრაზილიის გავლით მაკაპას სანაპირომდე მიედინება. მდინარესა და მის შესართავებს გარს ერტყმის ტროპიკული ნოტიო ტყეები. ამ ტყეებში ხეები 20-სართულიანი შენობის სიმაღლის იზრდება. ამაზონის ჯუნგლებში მსოფლიოში ყველაზე მეტი სახეობის ცხოველი ბინადრობს,ტყეში დაახლოებით 1500 სახეობის ფრინველი ბუდობს, ამაზონის წყლებში კი 3000 სახეობის თევზი დაცურავს. ხვლიკები და გველები ხმელეთზე დასრიალებენ. ამაზონის ტყეებში 800-ზე მეტი ტიპის ძუძუმწოვარი ცხოველი (მათ შორის მსოფლიოში ყველაზე ბევრი ღამურა) და ურიცხვი მწერიც ბინადრობს.

ტიბეტი


ტიბეტი (ტიბ. བོད་ Bod) — ისტორიული სახელმწიფო ტიბეტის პლატოზე, ახლა ჩინეთის შემადგენლობაში ავტონომიური რეგიონი. ტიბეტის საშუალო სიმაღლეა 4,900 მეტრი ზღვის დონიდან და იგი დედამიწაზე უმაღლესი რეგიონია. მისი ეპითეტია ”სამყაროს სახურავი”.
სახელი:
ტიბეტურ ენაში ენდინომი (ტიბეტის დასახელება ტიბეტურად) - "བོད" (ბოდ) ნიშნავს ტიბეტს ან ტიბეტის პლატოს, ასევე ის აღნიშნავს უ-ცანგის რეგიონის ცენტრს. ზოგიერთი მეცნიერის აზრით ჩანაწერი "ტიბეტი" პირველად ანტიკური ხალხის "ბაუტაიმის" ნაწარმოებში ერითრეის ზღვის პერილში (დაახლოებით I საუკუნე) და პტოლემეს გეოგრაფიაში (დაახლოებით II საუკუნე) გვხვდება.
ისტორია:
ტიბეტის სახელმწიფო წარმოიშვა მე-7 ს-ში. მე-13-14 სს-ში მონღოლთა ბატონობის ქვეშ იყვნენ. მე-17 ს-ში ბუდისტური (ლამაისტური) სექტის მეთაური გელუგპა დალაი-ლამა ქვეყნის სასულიერო და საერო ხელმძღვანელი გახდა. მე-18 ს-ის დასაწყისიდან ტიბეტი ჩინეთისა და მონღოლეთის ყურადღების ობიექტი გახდა. ამ პაექრობაში იმარჯვეს ჩინელებმა და ლჰასაში მცირე გარნიზონი ჩააყენეს, ამასთან დალაი-ლამას შეუნარჩუნეს სუვერენობა შიგა საქმეებში. 1904 ტიბეტში შეყვანილ იქნა ინგლისელთა ჯარები რუსეთის ზეგავლენისაგან დაცვის საბაბით. 1910 წელს ჩინეთი ემზადებოდა ტიბეტში შესაჭრელად, მაგრამ რევოლუციამ ჩაშალა მათი გეგმები. ჩინეთში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ, 1950 წელს ტიბეტი ოკუპირებულ იქნა. წინააღმდეგობის მოძრაობას სათავეში ჩაუდგა დალაი-ლამა XIV, დაიწყო პარტიზანული ბრძოლა, რომელიც 1959 წელს ჩაახშვეს. დალაი-ლამამ ინდოეთს შეაფარა თავი. 1965 წელს შეიქმნა ავტონომიური რაიონი. გაერომ არაერთი რეზოლუცია მიიღო ტიბეტში ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ.

კორდილიერები


ორდილიერები (ესპ. Cordilleras, ინგლ. American Cordillera) — მსოფლიოში ყველაზე გრძელი მთიანი სისტემაა, რომელიც ორ - ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზეა წარმოდგენილი. იგი სიმაღლით მხოლოდ ჰიმალაისა და ცენტრალური აზიის მთიან სისტემებს ჩამოუვარდება. სამხრეთ ამერიკის კორდილიერებს ანდებსაც უწოდებენ, რაც ძველი ინკების ენაზე ”სპილენძის მთებს” ნიშნავს. კორდილიერები ამერიკის ორივე კონტინენტის დასავლეთ კიდეზე, წყნარი ოკეანის გასწვრივაა გადაჭიმული.

სიგრძე 18 ათას კმ-ზე მეტია. სიგანე დაახლოებით 1600 კმ ჩრდილოეთ ამერიკაზე და 900 კმ სამხრეთზე. მდებარეობს კანადის, ამერიკის, მექსიკის, ვენესუელის, კოლუმბიის, ეკვადორის, პერუს, ბოლივიის, არგენტინის და ჩილეს ტერიტორიაზე.

უმაღლესი მწვერვალი ჩრდილოეთ ამერიკაში არის მაკ-კილნი (6193 მ), სამხრეთ ამერიკაში - აკონკაგუა (6960 მ).

ჯომოლუნგმა ანუ ევერესტი


ევერესტი, ჩომოლუგმა, ჯომოლუნგმა, უმაღლესი მთის მასივი დედამიწაზე, ჰიმალაის მთებში, ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე. სიმაღლე 8848 მ. საფუძველი აგებულია კამნრიულისწინა გნაისებითა და გრანატებით, 7000 მ ზევით — მეზოზოური კრისტალური ფიქლებითა კირვებით. მასივიდან ყველა მხარეს ეშვება მყინვარები, რომელთა ბოლოები 5000 მ სიმაღლეზე მდებარეობენ. ევერესტსს აქვს პირამიდის ფორმა, სამხრეთი კალთა უფრო ციცაბოა, თოვლი და ფირნი არ ჩერდება და გაშიშვლებულია. ევერესტი პირველად დაიპყრეს 1953 წლის 29 მაისს ჯ. ჰანტის ინგლისელი ექსპედიციის წევრებმა ნ. ტენცინგმა (ნეპალი შერპა) და ე. ჰილარიმ (ახალზელანდიელი ალპინისტი). 1982 წლის 4 მაისს ევერესტის დაულაშქრავი მარშრუტით მიაღწიეს საბჭოთა ალპინისტებმა ვ. ბალიბერდინმა და ე. მისლოვსკიმ, იმავე ღამით (რაც უნიკალური შემთხვევაა ჯომოლუნგმაზე ასვლის ისტორიაში) მწვერვალი დალაშქრეს ს. ბერშოვმა და მ. ტურკევიჩმა.

მარიანის ღრმული

ყველაზე ღრმა ადგილი მსოფლიოში. მდებარეობს წყნარ ოკეანეში. მისი სიღრმე უდრის 11 022 მეტრს.

არაბეთის ნახევარკუნძული


არაბეთის ნახევარკუნძული, ყველაზე დიდი ნახევარკუნძული მსოფლიოში. მდებარეობს აზიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მისი ფართობი 3 მლნ. კმ²-ს აღწევს. ფართობის მნიშვნელოვანი ნაწილი, ახლო აღმოსავლეთი, ასრულებს უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ როლს ნავთობისა და ბუნებრივი აირის უზარმაზარი მარაგის გამო.
გეოგრაფია
არაბეთის ნახევარკუნძულს გარს ერტყმის შემდეგი ზღვები: დასავლეთით - წითელი ზღვა და აკაბის ყურე, ჩრდილო-აღმოსავლეთით - სპარსეთის ყურე, ჰორმუზის სრუტე და ომანის ყურე. სამხრეთით - არაბეთის ზღვა (ინდოეთის ოკეანის ნაწილი), ადენის ყურე და ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში მდებარე ბაბ-ელ-მანდების სრუტე, რომელიც ერთმანეთთან წითელ ზღვასა და ადენის ყურეს აკავშირებს.

ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, მდებარეობს სირიის უდაბნო (200,000 კვადრატული მილი). ნახევარკუნძულის ყველაზე რეალური სახე უდაბნოა, მაგრამ მის სამხრეთ ნაწილში განლაგებულია მთათა სისტემა, სადაც ხშირია წვიმები.
პოლიტიკური საზღვრები
არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარეობს სახელმწიფოები: აღმოსავლეთით - ბაჰრეინი, კატარი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, სამხრეთ-აღმოსავლეთით - ომანი, სამხრეთით - იემენი, ცენტრალურ ნაწილში - საუდის არაბეთი, ჩრდილოეთით, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ისრაელი და პალესტინის ტერიტორიები. ჩრდილოეთით მდებარე სირიის უდაბნო ასევე მოიცავს ჩრდილო-აღმოსავლეთ იორდანიას, სამხრეთ-აღმოსავლეთ სირიას, სამხრეთ ქუვეითს და დასავლეთ ერაყს.

ყველა ეს ქვეყანა, იემენის გამოკლებით, შედის სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საჭოში და ცნობილნი არიან როგორც სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები. ნახევარკუნძულის უდიდეს ნაწილს იკავებს საუდის არაბეთის სამეფო. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თავმოყრილია საუდის არაბეთსა და იემენში. არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარეობს მსოფლიოს უდიდესი ნავთობის საბადოები. რეგიონის ეკონომიკურად ყველაზე განვითარებული ქვეყნები არიან საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები. ნახევარკუნძულის მცირე, სპარსეთის ყურეში მდებარე კატარის ნახევარკუნძულზე მდებარეობს კატარი, რომელიც მთელს მსოფლიოში ცნობილია არაბულ და ინგლისურენოვანი ტელეკომპანია ალ-ჯაზირათი.
მოსახლეობა:
2008 წლის მონაცემებით, არაბეთის ნახევარკუნძულის მოსახლეობა შეადგენს 77,983,936 ადამიანს. სპარსეთის ყურის ქვეყნებში, განსაკუთრებით დიდია ემიგრანტების რიცხვი. მაგალითად, საუდის არაბეთში ისინი მოსახლეობის 20%-ს შეადგენენ.

გრენლანდია

გრანლანდია (დან. Grønland – "მწვანე ქვეყანა"; გრენ. Kalaallit Nunaat – "ადამიანთა მიწა") — კუნძული ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანესა და ატლანტის ოკეანეში, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტთან. მსოფლიოს უდიდესი კუნძული, ამჟამად დანიის დაქვემდებარებაშია.

გრენლანდია მსოფლიოს უდიდესი კუნძლია. ფართობი — 2 166 086 კმ². მოსახლეობა (2005, აღწ.) — 56 375 ადამიანი, მათ შორის 90% – ესკიმოსები.

1386 წლიდან კუნძული ეკუთვნოდა ნორვეგიას, 1814 წელს კი დანიის დაქვემდებარებაში მოექცა. 1979 წელს დანიის პარლამენტმა გრენლანდიას ფართო ავტონომია მიანიჭა.

ადმინისტრაციული ცენტრი — ნუუკი (გოტჰობი).

აკონკაგუა



აკონკაგუა (ესპ. Aconcagua) - მწვერვალი სამხრეთ ამერიკაში, არგენტინის ანდებში. სიმაღლე 6960 მ (უმაღლესი მწვერვალი დასავლეთ და სამხრეთ ნახევარსფეროში). აგებულია დანალექ ქანებზე შეცოცებული ანდეზიტებით, რის გამოც შეცდომით ვულკანად იყო მიჩნეული. დაფარულია მუდმივი თოვლით. ფერდობებზე 7 მყინვარი ეშვება. მის დალაშქვრას ართულებდა ყინულით დაფარული ფერდობის არსებობა. პირველად 1897 წელს ავიდა მასზე ექსპედიცია ედუარდ ფიცჯერალდის მეთაურობით.

სტორმბოლი

ყველაზე აქტიური ვულკანი მსოფლიოში. მდებარეობს იტალიაში, ტირენის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, პატარა კუნძულ სტომბოლზე. იგი მუდმივად იფრქვევა.

ანხელი




ანხელი ყველაზე დიდი ჩანჩქერია მსოფლიოში. მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, ვენესუელაში, ბოლივარის შტატში, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მყოფი კანაიმის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, გადმოედინება აუიანტეპუის მთიდან. მისი ვარდნის სიმაღლეა 978 მეტრი. ანხელი იკვებება მდინარე კერეპის წყლით, რომელიც ერწყმის მდინარე კარაოს შენაკადს, მდინარე ჩურუნს. თავის მხრივ, ეს ყველა მდინარე ორინოკოს აუზს მიკეუთვნება.

ჩანჩქერი აღმოაჩინა ჯეიმს ეინჯელიმ 1936 წელს, სწორედ ამიტომ ჩანჩქერი, ეინჯელის (ინგლ. Angel) სახელს ატარებს.

ოიმიაკონის ღრმული

ყველაზე ცივი ადგილი ჩრდილოეთი ნახევარსფეროში. მდებარეობს იაკუტიაში, რუსეთში, მდ. ინდიგირკას აუზში. აქ ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა უდრის -50 გრადუსს, ხოლო აბსოლიტური მინიმუმი -70 გრადუსამდე ეცემა. მსოფლიოში ყველაზე დაბალი ტემპერატურა აღირიცხა ანტარქტიდაში, სადგურ ვოსტოკზე -89,2 გრადუსი.

ქალაქ ტრიპოლის მიდამოები

ყველაზე ცხელი ადგილი მსოფლიოში. მდებარეობს ჩრდილოეთ აფრიკაში, ლიბიაში. აქ 1922 წლის 13 სექტემბერს ჩრდილში აღირიცხა +58 გრადუსი ჰაერის ტემპერატურა.

ატაკამას უდაბნო



ყველაზე მშრალი უდაბნო
ატაკამა დედამიწაზე ყველაზე მშრალი ადგილია და ის ფაქტიურად სტერილურია, რადგან ტენისგან ბლოკირებულია ორივე მხრიდან, აღმოსავლეთით ანდების მთებით და დასავლეთიდან ჩილეს სანაპირო მთათა სისტემით. სანაპირო რეგიონის ჰაერის ინვერსია, რომელიც წარმოქმნილია ჰუმბოლდტის ცივი დინებითა და წყნაროკეანური ანტიციკლონის შედეგად, ატაკამის უდაბნოს ასეთი სიმშრალის უპირველესი მიზეზია. როგორც დაკვირვებებმა აჩვენა, 1570 წლიდან 1971 წლამდე, უდაბნოში წვიმა არ მოსულა.

ჩერაპუნჯა



ყველაზე ტენიანი ადგილი მსოფლიოში. ეს დასახლებული პუნქტი მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში. აქ ნალექების წლიური რაოდენობა აღწევს 12000 მმ-ს.