გეოგრაფიული რეკორდები
Friday, 20 May 2011
ყველაზე დიდი გამოქვაბულია მსოფლიოში
ყველაზე დიდი გამოქვაბულია მსოფლიოში - მამონტის მღვიმე. მისი სიგრძე უდრის 567 კმ-ს.
ფართობის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფოა
ფართობის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფოა რუსეთი. მისი ფართობია 17, 1 მლნ კმ², რაც მსოფლიოს ხმელეთის 11%-ია.
მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფოა
მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფოა ჩინეთი. აქ 1 მილიარდ სამას მილიონზე მეტი მცხოვრებია.
მსოფლიოში ყველაზე „დაბალი“ სახელმწიფოა
მსოფლიოში ყველაზე „დაბალი“ სახელმწიფოა მალდივის კუნძულების რესპუბლიკა. იგი მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში. მისი უმაღლესი წერტილი 2 მეტრ სიმაღლეზეა ზღვის დონიდან.
მსოფლიოში ყველაზე „მაღალი“ სახელმწიფოა
მსოფლიოში ყველაზე „მაღალი“ სახელმწიფოა ნეპალი. მდებარეობს სამხრეთ აზიაში, ჰიმალაის მთიანი სისტემის ცენტრაკლურ ნაწილში. აქ წარმოდგენილია არაერთი მსოფლიო მნიშვნელობის მწვერვალი.
ყველაზე ჭუჭყიანი ქალაქი მსოფლიოში
ყველაზე ჭუჭყიანი ქალაქი მსოფლიოში კლივლენდია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოჰაიოს შტატში მდებარეობს. აქ ყოველ წლიურად 50 ტონა მჭვარტლი ილექება.
ყველაზე პატარა ქალაქი მსოფლიოში
ყველაზე პატარა ქალაქი მსოფლიოში ალვინია. იგი მდებარეობს სამხრეთ კაროლინაში (შტატი აშშ-ში). აქ 10 კაცი ცხოვრობს.
Subscribe to:
Posts (Atom)